რეგიონი
ზუგდიდის მერია ყინულის საწმენდ მანქანას აქირავებს
ზუგდიდის საკრებულომ მერიას ყინულის საწმენდი მანქანის გაქირავებისთვის მის აუქციონზე განსათავსებლად ნებართვა მისცა. დეპუტატების ინფორმაციით, ყინულის საწმენდი მანქანა ამჟამად უფუნქციოა და მისი გაქირავების მიზანი სწორედ მანქანის მოქმედებაში ყოფნაა.

აუქციონზე ყინულის საწმენდი მანქანის გასაქირავებლად საწყისი ფასი 6500 ლარია. ცნობილია, რომ მანქანით ბათუმისა და ქუთაისის ყინულის სახლებია დაინტერესებული.

რაც შეეხება ზუგდიდის ყინულის სახლს, მისი დემონტაჟი სკეიტ პარკიდან ზუგდიდის მერიას 200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მის ადგილზე სასტუმროს კომპლექსი უნდა აშენებულიყო, ყინულის სახლი კი ყოფილი “კომკავშირის პარკის” ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო, თუმცა 2020 წელს ბიუჯეტის შემცირების შემდეგ პროექტის განხორციელება 2021 წლამდე გადაიდო.
Print