ახალი ამბები
სოხუმში 9 მაისის აღლუმისთვის კრემლის კედელთან ანთებული "მარადიული ცეცხლის" ნაწილი ჩაიტანეს
სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 77 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "თავდაცვის სამინისტრო" ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმში "კრემლის კედელთან მარადიული ცეცხლიდან ანთებული ხსოვნის ცეცხლი ჩაიტანეს, რომელსაც შემდეგ რესპუბლიკის 7 რაიონში გაანაწილებენ და 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის მემორიალებთან მიიტანენ".

გამოცემა "აიაირას" ინფორმაციით, აქცია "ხსოვნის ცეცხლი",  აფხაზეთში, "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით. პირველად, "რუსული სახლის და აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ორგანიზებით იმართება".

ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები 9 მაისს, სანაპიროზე დაიწყება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, შემდეგ კი "მიტინგი, შეიარაღებული ძალების საზეიმო მარში და "უკვდავი პოლკის მსვლელობა" გაიმართება". ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულება.

Print