ახალი ამბები
სოხუმში 9 მაისი "უკვდავი პოლკის" მსვლელობით აღნიშნეს
სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წელი "უკვდავი პოლკის" აქციით აღნიშნეს. მსვლელობაში, წვიმის მიუხედავდ, 40 - ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღპული ნათესავების პორტრეტები მიჰქონდათ.

აქცია უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან დასრულდა, რომელიც ყვავილებით შეამკეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს შეუერთდნენ.  დღის ბოლოს დაგეგმილია საზეიმო კონცერტის ჩატარება, წერს "აფსნიპრესი". 

უკვდავი პოლკის აქცია აფხაზეთში უკვე მეშვიდედ იმართება. სოხუმი მას 2015 წელს შეუერთდა. მოძრაობა 2012 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში დაარსდა.

მანამდე, სოხუმში კრემლის კედელთან  ანთებული "მარადიული ცეცხლის" ნაწილი ჩაიტანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ხსოვნის ცეცხლს" რესპუბლიკის 7 რაიონში გაანაწილებენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალებთან მიიტანენ.

აქცია "ხსოვნის ცეცხლი", აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით, პირველად "რუსული სახლის და აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ორგანიზებით" იმართება. 




Print