ახალი ამბები
შამგონაში ავარიის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის 3 მოსწავლე დაშავდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, BMW-ს მარკის მანქანა სოფლის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა.

ადგილობრივების ცნობით, ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა 2 მათგანი თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ერთი გამოწერეს. დაშავებულ მოსწავლეებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.


Print