ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა
მესტიაში, კალა-უშგულის მონაკვეთზე მიწა და კლდე ჩამოიშალა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად.

როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, მასა, სავარაუდოდ, დღეს დილით ჩამიშალა, გზის გაწმენდას კი დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

Print