ახალი ამბები
ზუგდიდელი მამაკაცი, რომელიც ოჯახს მოკლული ეგონა, ცოცხალია
22 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელიც ოჯახს და ახლობლებს მოკლული ეგონათ, ცოცხალია. ახლობლების ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცივი იარაღით დაჭრა და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.

მამაკაცი ოჯახის წევრებს უკვე ეკონტაქტა და უთხრა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

22 წლის მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა.


Print