ახალი ამბები
წარმოშობით ზუგდიდელი მებრძოლი უკრაინაში, "აზოვსტალისთვის" ბრძოლებში დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან  ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ინფორმაცია "ათინათს" 27 წლის ტატო ბიგვავას ახლობლებმა დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მებრძოლი ოჯახთან ერთად უკრაინაში წლებია ცხოვრობს.

"დედ-მამაც იქ ცხოვრობს და საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებიან, როგორც ჩვენ ვიცით. უკრაინის მოქალაქე იყო გარდაცვლილი და გუშინ გავიგეთ ნარაზენში ეს ამბავი", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, გადმოასვენებენ თუ არა დაღუპულ სამხედროს მშობლიურ სოფელში.

ტატო ბიგვავა, რომლის ოჯახის წევრები ნარაზენში ცხოვრობენ, მეთერთმეტე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან მარიუპოლში გარდაცვლილი სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენეა ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს.



Print