ახალი ამბები
ზუგდიდი კვლავ ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ყოველწლიურ კონკურსში ზუგდიდმა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ამ წუთებში, თბილისში მიმდინარეობს და მას ქალაქის მერი, მამუკა წოწერია ესწრება. კატეგორიის გამარჯვებული "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გამოაცხადა. 

აღნიშნულ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ყველაზე სუფთა ეზოს და სოფლის ნომინაციებშიც. 


ამავე თემაზე: 

ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი ზუგდიდი, სოფელი კი ზედა ეწერი გახდა

წლის „კორპუსის ეზო“ - გამარჯვებული ქუჯის ქუჩიდან (ფოტო)

ყველაზე სუფთა ქალაქი ზუგდიდი, სოფელი კი ორსანტია გახდა

ზუგდიდი 2018 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა (ფოტო)

Print