ახალი ამბები
ჭკადუაში "ყველაზე სუფთა სოფლის" ნომინაციის გამარჯვებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოებაზე "ყველაზე სუფთა სოფლად" დასახელდა. შესაბამისი ჯილდო ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელს, ნუგზარ მალაშხიას გადაეცა. ამავე კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა "ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

წინა წლებში "სუფთა სოფლის" სტატუსი ორსანტიასა და ზედა ეწერსაც მიენიჭა.

ჭკადუაში ზღვის დონიდან 340 მეტრზე მდებარეობს. სოფლის ტერიტორიაზე შესაძლებელია შუა საუკუნეების ციხისა და ეკლესიის ნახვა. გარდა ამისა, ჭკადუაშშია დადიანების სანადირო რეზიდენცია, რომელიც სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლებმა რამდენიმე წლის წინ განაახლეს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდი კვლავ ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა



Print