ახალი ამბები
პოლიციამ სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 4 პირი.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს"", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ასევე ამოიღეს თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში, დაკავებულია 6 პირი.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.


Print