ახალი ამბები
ახლობლების ინფორმაციით, უკრაინაში აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, მან ერთ-ერთი შეტაკების დროს კონტუზია მიიღო, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა გააგრძელა, მოგვიანებით კი მდგომარეობის გართულების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

38 წლის რატი შურღაია ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. ის მეთორმეტე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან მარიუპოლში გარდაცვლილი სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს


Print