ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზამ ზუგდიდისა და ფოთის მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეცვალა
საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლების გასვლისა და ადგილზე ჩასვლის დროების ცვლილება ეხება ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მიმართულებებსაც.

კერძოდ, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი ყოველდღე, 16:10 სთ-ზე გავა და დედაქალაქში 22:32 სთ-ზე ჩავა. რაც შეეხება თბილისი-ზუგდიდის მატარებელს, ის კვლავ 8.30-ზე გავა, ხოლოდ ზუგდიდში 14.40-ზე იქნება. 

რაც შეეხება ფოთს, სამგზავრო მატარებელი თბილისიდან ისევ 18:10 სთ-ზე გავა და ფოთში 23:57 სთ-ზე იქნება, ხოლო ფოთიდან თბილისში კი 07.20-ზე გაემგზავრება და ადგილზე 13.01 სთ-ზე ჩავა.
Print