ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 
მისი უფლებადამცველის განმარტებით, სასამართლო სხდომები გრძელდება, თუმცა სენაკის რაიონულის სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა.
"ბრალდების მხარეს დარჩა 1 მოწმე, შემდეგ კი დაცვის მოწმეების ჯერი იქნება, სავარაუდოდ. საფრთხე იმის, რომ მოწმეებზე რამე სახის ზეწოლას მოახდენდა, არ არსებობდა და დავაყენეთ შესაბამისი შუამდგომლობა", - უთხრა 
"ათინათს" უფლებადამცველმა  სოსო ჯანაშიამ.
ბრალდებული თავს უდანაშაულოდ და 
პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ამირან ჯანაშია 2021 წლის 29 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს დააკავეს.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები