რეგიონი
GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაში ბოლო ზარი დაირეკა
დღეს, 19 მაისს საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ის ზუგდიდის განყოფილების გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მოსწავლეები სკოლის ბიბლოთეკაში შეიკრიბნენ და ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

GLC-ის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქობალია გვიყვება, რომ მადლობელია სკოლაში მიღებული განათლებით, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებს.

,,დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო ზარია, ბანკეტი ყველაფერი ერთად არის და ძალიან დიდი ემოციებია, ყველაფერ კარგთან არის ეს დღე დაკავშირებული. ამ სკოლამ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა თითოეულ ჩვენგანს და პიროვნებებად ჩამოიგვაყალიბა და ყველა მასწავლებლის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს ჩვენთვის’’, - ამბობს ის

სასწავლო ნაწილის მენეჯერი ინგა კეკელია, ამბობს, რომ ეს დღე განსაკუთრებულად ემოციურია მისთვის და ყველა მოსწავლეს სიკეთეს და სილაღეს უსურვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.

,,მე მგონია, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაზე განსაკუთრებული დრო ამ ახალგაზრდების ცხოვრებაში არის ეს პერიოდი, როდესაც ერთი დიდი ნაკადი ამთავრებს ამ ცხოვრების ამ ეტაპს და გადადის ახალ უფრო მნიშვნელოვან და უფრო საინტერესო გზაზე, მე მინდა, რომ ამ გზაზე მათ მშვიდობა ვუსურვო, სიკეთე, სიხარული, ის სილაღე, რაც ბავშობაში ჰქონდათ, არ დაეკარგოთ და ისეთი შემდგარი ადამიანები წარდგნენ უკვე ჩვენთვის, რომ გვეამაყებოდეს და გვეიმედებოდეს საქართველოს მომავალი’’, - გვითხრა ინგა კეკელიამ

გერმანული ენის პედაგოგი თინათინ ლოლუა გვიყვება, რომ უკვე წლებია სკოლიდან აცილებს მოსწავლეებს და უხარია, რომ GLC-ის კურსდამთავრებულები წარმატებულები არიან.

"ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წინსვლა,ს წარმატებას, ესახელებინოთ ყოველთვის ოჯახები და თავიანთი სკოლა, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ამ დროს ვაცილებთ ბავშვებს, ყველა, ვინც ამ სკოლიდან მიდის წარმატებული და ქვეყნისთვის სასრგებლო ხალხია", - ამბობს გერმანულის მასწავლებელი თინათინ ლოლუა.

წელს GLC-ის სკოლის ზუგდიდის განყოფილება 5 - მა მოსწავლემ დაამთავრა.


Print