რეგიონი
მუჰაჯირთა ხსოვნას სოხუმში პატივი მიაგეს
დღეს, 21 მაისს აფხაზეთში 1763-1864 წლების რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

დილიდან სოხუმის ცენტრში, მუჰაჯირების ძეგლთან ყვავილები მიიტანეს დე ფაქტო მთავრობის წევრებმა.

ცერემონიის დასასრულს, მუჰაჯირების ძეგლთან ხეები დაირგო და ფოტოგამოფენაც მოეწყო.
Print