ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, საზოგადოებრიც ტრანსპორტში, საკუთარი ცოლი დანით მოკლა, ზუგდიდელია, ზუგდიდელია მსხვერპლიც.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ცოლ - ქმარი ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ წავიდა.

შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print