ახალი ამბები
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა გაიხსნა (ფოტო)
წალენჯიხაში "მეგობართა საზოგადოების" მხარდაჭერით IT სკოლა გაიხსნა, რომელიც ნიკო კვარაცხელიას სახელს ატარებს. წალენჯიხელების წინაშე სიტყვით მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები წარსდგნენ."ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლააა. განაცხადი შემოვიდა 300 ახალგაზრდისგან. ძირითადად წალენჯიხელი ახალგაზრდები არიან. ძალიან მახარებს, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ მართლა მომავლის პროფესიამ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონამდე ამ პროფესიის ადამიანის დეფიციტია. სწორედ ეს სკოლა მისცემს წალენჯიხელ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ არ იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე, აქ შექმნან საკუთარი მომავალი, დაიწყონ მუშაობა და ონლაინ ჩაერთონ ისეთ კომპანიებს, რომელიც მსოფლიოში აღწევენ ძალიან დიდ წარმატებას. ვფიქრობთ გაფართოებაზე, საერთო ჯამში მეტი ჰაბის გაკეთებაზე. შედგენილი გვაქვს გეგმა, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ. არამარტო წალენჯიხა არამედ მთელი საქართველო უნდა იქცეს ჰაბად, იმისათვის რომ ინოვაციები, ტექნოლოგიები, IT მიმართულება გახდეს ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება ჩვენს ეკონომიკაში", - თქვა ხაზარაძემ.
მათ წალენჯიხაში სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, წიგნების ფესტივალი დაანონსეს.
22 წლის ნიკო კვარაცხელია გასული წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
Print