ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით გადაადგილება იზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია. აღნიშნულ ადგილას ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. 



შენიშვნა: უწყებამ თავიდან გაავრცელა ინფორმაცია 25-დან 28 მაისის გარკვეული დროებით მოძრაობის შეზღუდვის შესახებ, თუმცა თარიღი 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიცვალა. შესაბამისად, რადიო "ათინათს" თავდაპირველ მასალაში სწორედ აღნიშნული თარიღები ჰქონდა მითითებული.
Print