ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 586 პაციენტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 5 პირი
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 5 ინფიცირებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი.

აღნიშნული სტატისტიკა 16-დან 22 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.



Print