ახალი ამბები
ზუგდიდში ქორეოგრაფ ემირ ნადარეიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება
ზუგდიდის მერიამ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "კოლხას" სამხატვრო ხელმძღვანელის და ბრწყინვალების ორდენის კავალერის ემირ ნადარეიშვილის სახელობითი ვარსკვლავის დამზადების მომსახურება შეისყიდა. "საქართველოში დიდი ხანია ხელოვნების სფეროს გამორჩეული მოღვაწეებისთვის ვარსკვლავის გახსნის ტრადიცია ჩამოყალიბდა. ზუგდიდში უკვე გაიხსნა ლოტბარის, "ხელოვნების ქურუმის" _ პოლიკარპე ხუბულავას (2012 წ), ქორეოგრაფის რეზო ბულიასა და ანსამბლ "ჩელას" (2016 წ) ქორეოგრაფების თამაზ, ჯემალ და ლერი მოსიების (2019 წ) ვარსკვლავი. ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურის დამსახურებულ მოღვაწის, ღირსების და ბრწყინვალების ორდენის კავალერის ემირ ნადარეიშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
ემირ ნადარეიშვილი ახლა 80 წლისაა. მის მიერ დაფუძნებულ ანსამბლ "კოლხას" მომავალ წელს 40 წელი შეუსრულდება. ქორეოგრაფიულ ანსამბლს ამ ეტაპზე ემირ ნადარეიშვილის შვილი დავითი უძღვება.
Print