ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ხელახლა აირჩევენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს აირჩევენ. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამაზ თოლორდავა, რომელიც აღნიშნულ პოსტს იკავებდა, გარდაიცვალა. შესაბამისად, ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოში 27-ის ნაცვლად 26 დეპუტატი ირიცხება, მათგან 13 ოპოზიციონერია, 1 დამოუკიდებელი წევრი, 12 კი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

"ჯერჯერობით, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. უახლოეს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილი არჩევნის საკითხი არ იქნება", - უთხრა რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერ თავმჯდომარეს ყველა მოადგილე ასევე ოპოზიციური პარტიიდან ჰყავს. პირველი მოადგილე ენმ-დან იყო, მეორე - „ლელოს“, მესამე კი პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს.







Print