ახალი ამბები
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უკვე დაწყებულია. ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. პარალელურად ეწყობა სხვადასხვა სივრცე იმისთვის, რომ დღეს ქალაქის ცენტრში მოსულმა ზუგდიდელებმა ერთად აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის 104 წლის იუბილე.

წელს დამოუკიდებლობის დღის სლოგანია "ევროპისკენ". საქართველოს ჰიმნს ელენე ფოჩხუა შეასრულებს.

საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული გალა კონცერტით საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.

ზუგდიდში ღონისძიებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.



Print