ახალი ამბები
ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ფოთში მდებარე ერთ-ერთ მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარედ კორპუსის კედლები დააზიანა. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობისთვის ეს დამატებითი საფრთხეა.

თავის მხრივ, მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.


Print