ახალი ამბები
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში, ჩილაჩავას ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს, რომელმაც ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძარი ამ ეტაპისთვის თითქმის სრულადაა ლიკვიდირებული.
Print