ახალი ამბები
წალენჯიხა წიგნის სამდღიან ფესტივალს ივნისში უმასპინძლებს 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წიგნის სამდღიანი ფესტივალი ივნისში გაიმართება. გამომცემლობებსა და მწერლებს ქალაქ წალენჯიხაში, ჯვარსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში უმასპინძლებენ. რადიო "ათინათს" მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა, რომ ფესტივალი მრავალფეროვანი იქნება, რადგან სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების პროცესია.

"ჩამოვა ათამდე გამომცემელი, ცნობილი მწერლები, გამოიფინება და გაიყიდება არაჩვეულებრივი წიგნები, ასევე, გაიმართება მწერლების შეხვედრა ფესტივალზე მოსულ სტუმრებთან, ვგეგმავთ კინოჩვენებას, სხვადასხვა პერფორმანსს. გვინდა, რომ წიგნის კულტურამ მოიცვას მთელი წალენჯიხა, ფესტივალს ექნება სადღეასწაულო ფორმა, რადგან წალენჯიხელები იმსახურებენ ამას", - თქვა ბელქანიამ.

მუნიციპალიტეტში ფესტივალი მერიისა და წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.


Print