ახალი ამბები
ისევ გამოცხადდა აუქციონი ზუგდიდის ბოტანიკურში კაფე-რესტორნის მოწყობაზე
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა" კიდევ ერთხელ გაიტანა აუქციონზე ბაღის ადმინისტრაციის შენობის ის ნაწილი, რომელიც იჯარის წესით უნდა გასცეს. საწყისი წლიური ქირის თანხა კვლავ 54 ათასი ლარით განისაზღვრა.

გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქონება პრეტენდენტმა მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის. აუქციონი 10 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი აუქციონი მაისის დასაწყისშიც გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი

ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით

გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი - ბანერი ზუგდიდის ცენტრში

"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება






Print