ახალი ამბები
წებელდის მთიან პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება ჩაუტარდათ.

სამხრეთის სამხედროს ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, სამხედრო ბაზის მოტომსროლელ ქვედანაყოფებს წვრთნები წებელდისა და ნაღვალოუს მთიან პოლოგონებზე ჩაუტარდათ. 

ამავე ინფორმაციით, წვრთნებში ვერტმფრენები Mi-8AMTSh - Terminator გამოიყენეს.






Print