ახალი ამბები
სოხუმი და დამასკო სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და სირიის არაბული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ვლადიმი ანუამ და ალი მაჰმუდ აბასმა სამხედრო სფეროში თანაშრომლობის შესახებ შეთანხებას მოაწერეს ხელი. აფხაზური დელეგაცია დამასკოში "ოფიციალური ვიზიტით" 29 მაისს ჩავიდა. ინფორმაციას "თავდაცვის უწყება" ავრცელებს.

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა" სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.



Print