ახალი ამბები
1-ლი ივნისის ღონისძიებები ზუგდიდში
ზუგდიდის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს. აქტივობები ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 13 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ჩატარდება ასფალტზე ხატვის კონკურსი, პანტომიმის პერფორმანსი, ​მუსიკალური ვიქტორინა, ბუშტების ფოიერვერკი. მოეწყობა​ ფოტო-სტენდი და სახეზე ხატვის კუთხე. 

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია: 

15:00 საათზე: მაცი ხორავას სახელობის გალერეაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა;

16:00 საათზე: ბოტანიკურ ბაღში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბენდის კონცერტი;

16:00 საათზე: პირველი სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების მოსწავლეთა კლასიკური მუსიკის კონცერტი;

19:00 საათზე: დიზაინერ სოფიო ხარჩილავას საბავშვო დეფილე სკეიტ პარკში.
Print