ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.

"ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განვახორციელეთ. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს", - ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
Print