ახალი ამბები
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - შეხვედრა რუხის სკოლის მოსწავლეებთან
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ორგანიზებით ზუგდიდში, სოფელ რუხში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ მოსწავლეებს კამპანიის მიზნები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ევროპის კავშირში გაწევრება ბავშვთა უფლებების დაცვის, დასავლური განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვის თვალსაზრისით.
ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ხელოვნების, კულტურის და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებმა 27 მაისს წამოიწყეს. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ნაბიჯების გარშემო, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში გაწევრების გზაზე.
Print