ახალი ამბები
მაისში სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასულ თვეს სამეგრელო ზემო სვანეთში 29 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

"ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 31 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15, აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, მაისში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ამასთან, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print