რეგიონი
სინოპტიკოსები 11 ივნისამდე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს, დღის ბოლოდან, 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწყების ინფორმაციით მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print