ახალი ამბები
წალენჯიხის ვიცე-მერად ივანე ბურდული დაინიშნა
წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობას ივანე ბურდული დაიკავებს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ივანე ბურდული წლების განმავლობაში ცესკო-ში მუშაობდა, ბოლოს კი ხელშეკრულებით წალენჯიხის მერიაში მოწვეული ექსპერტი იყო.

ყოფილმა ვიცე მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ მოაწერა ხელი.

რამდენიმე კვირის წინ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა.


ამავე თემაზე:

გია ხარჩილავა გადამდგარ მოადგილეზე: აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში





Print