რეგიონი
უკრაინაში აბაშელი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს აბაშელი მებრძოლი, 41 წლის გიორგი გრიგოლია დაიღუპა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ორი დღის წინ მოხდა. მეგობრების ინფორმაციით გრიგოლია უკრაინის ომში უკვე რამდენიმე თვეა ჩართულია. მათივე თქმით ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის ტერიტორიაზე იბრძოდა.

გრიგოლიას დაღუპვამდე ერთი თვით ადრე, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი 27 წლის ტატო ბიგვავა შეეწირა.

დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან ერთ-ერთის, სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს. 

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
Print