ახალი ამბები
ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა
პოლიციამ ზუგდიდში ქალისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. "ათინათის" ინფორმაციით, ადგილობრივმა ახალგაზრდამ გოგო ბათუმიდან ზუგდიდში, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით წამოიყვანა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. 

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
Print