ახალი ამბები
უკრაინაში წარმოშობით ქართველი მეომარი დაიღუპა
უკრაინაში საომარ მოქმედებებს წარმოშობით ქართველი მებრძოლი კირილ შანავა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

კირილ შანავა უკრაინაში დაბადებული და გაზრდილია და ის მეთოთხმეტე ქართველია, რომელიც თებერვლიდან რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.

უახლოეს დღეებში ელოდებიან აბაშაში უკრაინის ომში დაღუპული გიორგი გრიგოლიას ჩამოსვენებას. უფრო ადრე რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებს სამეგრელოდან ტატო ბიგვავა, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა ემსხვერპლნენ.

Print