ახალი ამბები
ენგურზე ე.წ. მებაჟეებმა აფხაზეთის რეგიონიდან სამეგრელოში ფერადი ლითონის "უკანონო" გადატანის მცდელობა აღკვეთეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტზე, საქონლის უკანონო გადატანის მცდელობა აღკვეთეს.

მათი ინფრომაციით, ერთ - ერთი მოქალაქის ხელბარგიდან, რომელიც ენგურის ხიდს კვეთდა აფხაზეთის რეგიონიდან სამეგრელოს  მიმართულებით, ამოიღეს"საექსპორტოდ აკრძალული" ფერადი ლითონი (სპილენძი), რომლის საერთო წონა 8,150 კგ - ს შეადგენდა.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე მასალები გადაეცა "აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს".


Print