ახალი ამბები
უკრაინაში წარმოშობით ქართველი კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა (ვიდეო)
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი 23 წლის დანიელ გერლიანი შეეწირა. ინფორმაციას მისი დარუპვის შესახებ დედა ალა გერლიანი ავრცელებს და ვიდეოს ურთავს. დედა წერს, რომ მეომარი 3 ივნისს დაიღუპა და მას კიევში დღეს დაკრძალავენ. 

"3 ივნისს შეწყდა ჩემი შვილის, ჩემი დამცველის, ოფიცრის, შესანიშნავი, ნათელი და სამართლიანი ბიჭის, ჩემი დანიჩკას სიცოცხლე, ის სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, მშობლიური მიწისთვის ბრძოლას შეეწირა, რათა ჩვენ გვეცოცხლა", - წერს ალა გერლიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ გერლიანის მამა აფხაზეთიდან დევნილია.

დანიელ გერლიანი მეთხუთმეტე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში თებერვლიდან დღემდე დაიღუპა.

უკრაინაში საომარ მოქმედებებს წარმოშობით კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კირილ შანავა ემსხვერპლა. უახლოეს დღეებში ელოდებიან აბაშაში ომში დაღუპული გიორგი გრიგოლიას ჩამოსვენებას. უფრო ადრე რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებს სამეგრელოდან ტატო ბიგვავა, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა ემსხვერპლნენ.





Print