ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამ მიზნით სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

Print