ახალი ამბები
ბრალს არ აღიარებს ზუგდიდელი მამაკაცი, რომელსაც ცოლად მოყვანის მიზნით ქალის თავისუფლების აღკვეთას ედავებიან
ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ცოლად მოყვანის მიზნით ქალისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, დანაშაულს არ აღიარებს. მას დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

„ჩვენ ვითხოვდით გირაოს, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია, თავისუფლება არავისთვის აღუკვეთავს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ადვოკატმა ელენე როგავამ.

პოლიციამ ორი დღის წინ ზუგდიდში ქალისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან ახალგაზრდამ გოგო ბათუმიდან ზუგდიდში, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით წამოიყვანა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევასი დაკავებულ გ.ფ-ს ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print