რეგიონი
12 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 289-ე კილომეტრზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 220 კვ. ეგხ „კოლხიდა-1“ - ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 12 ივნისს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სამჯერ, 10 წუთიანი ინტერვალით

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print