ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ამოქმედდა "ჭკვიანი კამერა", რომელიც ტექდათვალიერების არქონაზე აჯარიმებს
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე ე.წ "ჭკვიანი კამერა" უკვე რამდენიმე დღეა ჩაირთო. მისი მეშვეობით მძღოლები ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების არ ქონის შემთხვევაში ჯარიმდებიან. ისინი ამის შესახებ ინფორმაციას მოკლეტექსტური შეტყობინების სახით იღებენ.

"ათინათის" ინფორმაციით, ეტაპობრივად ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ასეთი კამერა ამოქმედდება. 

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ცვლილების მიხედვით, თუ კი შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაივლის ტექდათვალიერებას , დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური, ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერებას ისევ არ გაივლის, ჯარიმის ოდენობა იზრდება - ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ინიცირდება.

Print