ახალი ამბები
უამინდობა 16 ივნისამდე გაგრძელდება - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო
12 ივნისს დღის ბოლოდან 16 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print