ახალი ამბები
13 ივნისს დაღუპული ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს
2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ გარდაცვლილი ახალგაზრდის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 

მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა. ივლიტა ჯიბუტის მეუღლე დიდხანს ცდილობდა გოგონების გამოყვანას, თუმცა საბოლოოდ ისინი სტიქიამ იმსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.

დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. მაშინ თბილისში სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულებს შორის არის ზუგდიდელი მარიამ ქუთელია და ხობის მკვიდრი დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები.
Print