ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულო მერიის რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატები მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს განიხილავენ, რომელიც რეორგანიზაციას გულისხმობს. სხდომა წალენჯიხაში ხმაურით დაიწყო, რადგან დეპუტატები რეგლამენტის კანონიერებაზე ვერ შეთანხმდნენ. მმართველი პარტიის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საკითხი სხდომაზე რეგლამენტის დარღვევით გავიდა და ადამიანებს მერიიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.

ამ დროისთვის საკრებულოს წევრებს უკვე მიმართა წალენჯიხის ვიცე მერმა ივანე ბურდულმა. მისი თქმით, რეორგანიზაცია რამდენიმე განყოფილების ოპტიმიზაციას ემსახურება. ბურდული ამბობს, რომ საუბარია 9 საშტატო ერთეულით ნუსხის შემცირებაზე.

"ჩვენ გვიწევს დავასაბუთოთ, რომ ამ შტატების საჭიროება არაა, რადგან თავის დროზე ისინი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით აიყვანეს. ეს არის დაუსაბუთებელი, გაბერილი შტატები. ამ შტატების შემცირებით ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარის ეკონომია მოხდება", - აღნიშნა ბურდულმა.

რეორგანიზაციის საკითხი წალენჯიხის საკრებულომ დღეს უნდა გადაწყვიტოს.


Print