ახალი ამბები
დახოცილი საქონელი, განადგურებული მოსავალი, დატბორილი სახლები - ზუგდიდის სოფლებში წყალდიდობაა
ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დარჩელის უბან ტელმანში ათობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა, დაიხოცა პირუტყვი, განადგურებულია მოსავლის ნაწილი. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დამბის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა. რამდენიმე ადგილას გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. 

მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ წუთებშიც წვიმს.
Print