ახალი ამბები
ჭითაწყარში წვიმამ ეზოები და სახლები დატბორა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ძლიერი ნალექის გამო დატბორილია ცენტრალურ გზასთან მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სახლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ უხვმა ნალექმა ახლოს მდებარე არხის ადიდება გამოიწვია, რომელმაც კუსტარულად გაკეთებული ჯებირები გაარღვია.

"სამი-ოთხი ოჯახი დაზარალდა, პირველ სართულებზე იატაკი და ავეჯი განადგურდა. წყალმა წაიღო ქათმები და წიწილები. თუ ასე გაგრძელდა, ჭიშკრებსაც წაიღებს წყალი. სანიაღვრე არხების პრობლემაა ჩვენთან, მოუწესრიგებელია. ვერ იტევს დაგროვილ წყალს და კალაპოტიდან გადმოდის", - გვითხრა ადგილობრივმა.

გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა.
Print