ახალი ამბები
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მყოფი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
ქართველი მებრძოლი 42 წლის ალუდა ზვიადაურია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის საქართველოში გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ,  უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 16 ქართველი შეეწირა.

Print