რეგიონი
მესტია - ლასდილის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

უწყების ცნობით, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
Print